რატომ ჩნდება ნაოჭები?

რატომ ჩნდება ნაოჭები?

რა არის ნაოჭი?

ნაოჭები ასაკის მატების ბუნებრივი ნაწილია.

ნაოჭი ხშირად ჩნდება მზისგან დაუცველ არეზე, მაგალითად, სახეზე, კისერზე, ხელებსა და წინამხრებზე.

რასაკვირველია, გენეტიკა განაპირობებს კანის სტრუქტურასა და ხარისხს, თუმცა მზის სხივები ნაოჭების მთავარი გამომწვევი მიზეზია. საყურადღებოა ისეთი ფაქტორებიც როგორიცაა თამბაქო და დაბინძურებული გარემო.

ნაოჭების გაქრობა, ნაოჭების მოშორება

თუ ნაოჭები გაწუხებთ, თანამედროვე პლასტიკური ქირურგია არაერთ ეფექტურ მეთოდს გთავაზობთ; გამოიყენება სპეციალური მედიკამენტები, ფილერები, ქირურგიული ჩარევა და სხვა.

გამომწვევი მიზეზი

ნაოჭები ვითარდება რიგი ფაქტორების კომბინაციის შედეგად - ზოგიერთი ფაქტორის მართვა შესაძლებელია და ზოგიერთი ბუნებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, განვიხილოთ დეტალურად.

მოგეხსენებათ, ასაკის მატებასთან ერთად კანი ნაკლებად ელასტიკური და მეტად მყიფე ხდება. ბუნებრივი ცხიმის გამომუშავების პროცესის დაქვეითების გამო კანი გამომშრალია და ნაოჭებიც ჩნდება.

ნაადრევი ნაოჭების მიზეზი ულტრაიისფერი გამოსხივებაა და ის, რომ მზისგან თავს არ იცავთ. ულტრაიისფერი გამოსხივება ანადგურებს კანის შემაერთებელ ქსოვილს, კოლაგენსა და ელასტინს. შემაერთებელი ქსოვილის გარეშე კანი კარგავს ძალას და ელასტიკურობას.

თამბაქო აჩქარებს კანის ნორმალური დაბერების პროცესს და იწვევს ნაოჭებს. თამბაქო უარყოფითად აისახება კოლაგენზე.

გასათვალისწინებელია სახის გამომეტყველება და მიმიკებიც.

პრევენცია

რეკომენდებულია:

  • კანი დაიცვათ მზისგან და მოერიდოთ ზაფხულში შუადღის მზეზე ყოფნას;
  • ისარგებლეთ დამატენიანებელი კრემით;
  • უარი თქვით თამბაქოზე;
  • მიირთვით ჯანსაღი, ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები. რაციონი გაამდიდრეთ ხილითა და ბოსტნეულით.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/wrinkles/symptoms-causes/syc-20354927