ჩვეულებრივ, შარდს აქვს მკვეთრი სუნი, მაგრამ ნორმალურ პირობებში სუნი შედარებით ზომიერია და ნაკლებად შეიგრძნობა.
თუმცა ზოგიერთი მდგომარეობის გამო შარდი იძენს უჩვეულო, უსიამოვნო სუნს. ამ გზით ორგანიზმი შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემის ან პათოლოგიის შესახებ გაფრთხილებდეთ.
გამომწვევი მიზეზი
შარდი უმეტესად წყლისგან შედგება.
ნორმაში, როცა შარდი ბევრ წყალს და ცოტა ნარჩენ პროდუქტს შეიცავს, უსუნოა. როცა შარდი ზედმეტად კონცენტრირებული ხდება (დიდი რაოდენობით ნარჩენი პროდუქტები და ცოტა წყალი), შარდი იძენს ძლიერ, მძაფრ ამიაკის სუნს. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი საკვებისა და მედიკამენტის გამო შარდს უსიამოვნო, სპეციფიკური სუნი აქვს.
ზოგჯერ შარდის უჩვეულო სუნი შესაძლოა ამ დაავადებების ან მდგომარეობის სიმპტომი იყოს, მაგალითად:
- ცისტიტი;
- დეჰიდრატაცია;
- დიაბეტური კეტოაციდიზი;
- პათოლოგიური კავშირი შარდის ბუშტსა და ნაწლავებს შორის;
- ნეკერჩხლის სიროფის დაავადება;
- მეტაბოლური დარღვევა;
- დიაბეტი ტიპი 2;
- საშარდე გზების ინფექცია.
როდის მივმართოთ ექიმს?
უმეტესად შარდის სუნის ცვლილება დროებითია და არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სერიოზული დაავადება გაქვთ და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ამავდროულად სხვა სიმპტომები არ გაწუხებთ.
გახსოვდეთ, რომ თუ შარდის უსიამოვნო სუნი რომელიმე დაავადებითაა გამოწვეული, უსიამოვნო სუნთან ერთად უნდა ფიქსირდებოდეს სხვა სიმპტომებიც. მიუხედავად ამისა თუ შარდის სუნი გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/urine-odor/basics/definition/sym-20050704