ჰიპოთერმია - რატომ ეცემა სხეულის ტემპერატურა?

ჰიპოთერმია - რატომ ეცემა სხეულის ტემპერატურა?

რას ნიშნავს ჰიპოთერმია?

ჰიპოთერმია გადაუდებელ სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი იმაზე მეტ სითბოს კარგავს, ვიდრე წარმოქმნა შეუძლია.

ჰიპოთერმიის გამო ორგანიზმში სახიფათოდ დაბალი ტემპერატურაა. ეს დიაგნოზი იმაზე მიუთითებს, რომ სხეულის ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბალია.

სხეულის ტემპერატურის დაქვეითების გამო პაციენტის გული, ნერვული სისტემა და სხვა ორგანოები სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს. არანამკურნალებელ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს გულისა და რესპირატორული სისტემის სრული უკმარისობა, რისი საბოლოო შედეგიც სიკვდილია.

სიმპტომები

ჰიპოთერმიის სიმპტომებია:

  • კანკალი;
  • მეტყველების გაძნელება;
  • ნელი სუნთქვა;
  • სუსტი პულსი;
  • მოუქნელობა ან კოორდინაციის ნაკლებობა;
  • ძილიანობა ან უენერგიობა;
  • დაბნეულობა ან მეხსიერების დაკარგვა;
  • გონების დაკარგვა;
  • კაშკაშა წითელი, ცივი კანი (ჩვილებში).

გამომწვევი მიზეზები

ჰიპოთერმიის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ცივ ამინდსა თუ ცივ წყალში ყოფნა. პათოლოგიის ჩამოყალიბებას ხელს შესაძლოა ისიც უწყობდეს, რომ ადამიანი არ არის შემოსილი გარემო ტემპერატურის შესაბამისად.

ჰიპოთერმიას იწვევს სპეციფიკური მდგომარეობა და კერძოდ:

  • ამინდის შესაბამისი თბილი სამოსი არ გაცვიათ;
  • ცივ გარემოში ხანგრძლივი დროით გიწევთ ყოფნა;
  • ვერ ახერხებთ მშრალ ადგილზე გადანაცვლებას, გარკვეული მიზეზების გამო სველ სამოსს ვერ იხდით;
  • წყალში შემთხვევით გადავარდით;
  • ცხოვრობთ ისეთ სახლში, სადაც ძალიან ცივა.

როგორ კარგავს ორგანიზმი სითბოს?

ორგანიზმის მიერ სითბოს დაკარგვის მექანიზმებია:

  • სხეულის დაუცველი არედან დიდი რაოდენობით სითბოს აორთქლება;
  • პირდაპირი, უშუალო კონტაქტი რაიმე ცივთან, მაგალითად, წყალთან, მიწასთან. გახსოვდეთ, ორგანიზმი გაცილებით სწრაფად კარგავს სითბოს ცივ წყალში, ვიდრე ცივ ჰაერზე, შესაბამისად, სხეულის ტემპერატურა უფრო სწრაფად ეცემა მაშინ, როცა სველი ტანსაცმელი გაცვიათ;
  • სითბოს დაკარგვას ხელს უწყობს ქარიც.

ჰიპოთერმიის რისკ-ფაქტორებია:

  • ხანდაზმული ასაკი;
  • დაუძლურებული, დასუსტებული ორგანიზმი;
  • ბავშვები;
  • ფსიქიკური პრობლემა (განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ დემენციით დაავადებულ პაციენტს, რადგან დიდი ალბათობით დაავადების გამო იგი გარემო ტემპერატურის, ამინდის შესაბამისად ვერ შეიმოსება. ასევე არის იმის რისკი, რომ პაციენტი სახლიდან გავიდეს და დაიკარგოს);
  • ალკოჰოლი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hypothermia/symptoms-causes/syc-20352682