რა სიმპტომებით ვლინდება ციროზი?

რა სიმპტომებით ვლინდება ციროზი?

რა არის ციროზი?

ციროზი ღვიძლის დანაწიბუროვნების (ფიბროზი) პროცესის გვიანი ეტაპია. პათოლოგიას იწვევს ღვიძლის დაავადება, ჰეპატიტი, ქრონიკული ალკოჰოლიზმი და სხვა.

ყოველ ჯერზე, როცა ღვიძლი ზიანდება დაავადების, ალკოჰოლის ჭარბი დოზის მოხმარებისა თუ სხვა მიზეზის გამო, ეს ორგანო თავისით აღდგენას ცდილობს. ამ პროცესის დროს ნაწიბურიანი ქსოვილი ფორმირდება. ციროზის პროგრესირებასთან ერთად მეტი და მეტი ნაწიბურიანი ქსოვილი ფორმირდება, შესაბამისად, ღვიძლს სათანადოდ ფუნქციონირება უჭირს.

შორს წასული, პროგრესირებადი ციროზი სიცოცხლისთვის საშიშია.

სიმპტომები

ციროზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სიმპტომატიკა ღვიძლის ძლიერ დაზიანებამდე არ ვლინდება.

ციროზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • დაღლილობა;
  • ადვილად ვითარდება სისხლდენა ან სისხლჩაქცევა, სილურჯე;
  • მადის დაკარგვა;
  • გულისრევა;
  • შეშუპება;
  • წონის კლება;
  • კანის ქავილის სურვილი;
  • სიყვითლე;
  • ასციტი (მუცლის წყალმანკი, ანუ მუცლის ღრუში სითხის დაგროვება);
  • ობობისებრი სისხლძარღვები კანზე;
  • ხელისგულების სიწითლე;
  • დაბნეულობა, ძილიანობა;
  • ქალებს აქვთ მენსტრუალური ციკლის პრობლემები, მაგალითად, მენსტრუაცია წყდება და სხვა (ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული მენოპაუზასთან);
  • მამაკაცებში ვლინდება გინეკომასტიით (მკერდის გადიდება მამაკაცებში) ან სათესლე ჯირკვლების ატროფიით.

 

 

გამომწვევი მიზეზი

ღვიძლი არაერთი დაავადების თუ მდგომარეობის გამო ზიანდება, რომლის შედეგადაც ციროზი ვითარდება.

გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ქრონიკულად ჭარბი დოზით ალკოჰოლის მიღება;
  • ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი;
  • ღვიძლში ცხიმის დაგროვება;
  • ორგანიზმში ჭარბი დოზით რკინის დაგროვება;
  • კისტური ფიბროზი;
  • ვილსონის დაავადება;
  • სანაღვლე გზების ატრეზია;
  • საჭმლის მონელების გენეტიკური დარღვევა;
  • აუტოიმუნური ჰეპატიტი;
  • ინფექცია;
  • პირველადი ბილიარული ციროზი და სხვა.

ციროზის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ჭარბი დოზით ალკოჰოლის მიღება.

რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ჭარბი წონა და ვირუსული ჰეპატიტი. აღსანიშნავია, რომ ქრონიკული ჰეპატიტის დროს ყოველთვის არ ვითარდება ციროზი, მაგრამ მედიკოსთა აზრით, იგი მსოფლიოს მასშტაბით ღვიძლის დაავადების განვითარების მთავარი გამომწვევი მიზეზია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cirrhosis/symptoms-causes/syc-20351487