შეშუპება - რატომ გროვდება სხეულის ქსოვილებში ჭარბი რაოდენობით სითხე?

შეშუპება - რატომ გროვდება სხეულის ქსოვილებში ჭარბი რაოდენობით სითხე?

რა არის შეშუპება?

შეშუპებას იწვევს ორგანიზმის ქსოვილებში ჭარბი სითხის დაგროვება. მიუხედავად იმისა, რომ შეშუპება შესაძლოა გამოვლინდეს ორგანიზმის ნებისმიერ არეში, როგორც წესი, პაციენტი დისკომფორტს გრძნობს მტევანში, მკლავში, ტერფში, კოჭსა და ქვედა კიდურებში.

აღნიშნული მდგომარეობა შესაძლოა გამოწვეული იყოს მედიკამენტის, ორსულობის ან დაავადების (ხშირად ფიქსირდება გულის უკმარისობის, თირკმლის დაავადების, ღვიძლის ციროზის შემთხვევაში) გამო.

ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტური თერაპიისა და კვების რაციონში მარილის დოზის შემცირების მეშვეობით, ჭარბი სითხე იდევნება. თუ შეშუპება რომელიმე პათოლოგიითაა გამოწვეული, უშუალოდ დაავადების მკურნალობაა საჭირო!

სიმპტომები

შეშუპების სიმპტომებია:

  • კანქვეშ მდებარე ქსოვილების შეშუპება;
  • ერთგვარი გადაჭიმული ან პრიალა კანი;
  • თუ კანს თითს დააჭერთ და შემდეგ მოაშორებთ დაინახავთ, რომ კანი ინარჩუნებს ჩაღრმავებას რამდენიმე წამის განმავლობაში;
  • მუცლის ზომის ზრდა.

გამომწვევი მიზეზი

შეშუპება ვითარდება მაშინ, როდესაც პაწაწინა სისხლძარღვებიდან (კაპილარები) სითხე იჟონება. სითხე გროვდება გარშემო მდებარე ქსოვილებში, რაც საბოლოოდ შეშუპებას იწვევს.

მსუბუქი ფორმის შეშუპებას იწვევს შემდეგი ფაქტორები:

  • ერთ პოზაში დიდხანს იმყოფებით;
  • დიდი რაოდენობით მარილიან საკვებს მიირთმევთ;
  • გაქვთ პრემენსტრუალური ნიშნები და სიმპტომები;
  • ორსულად ხართ.

შეშუპება შესაძლოა ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი იყოს.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შეშუპება შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის სიმპტომი იყოს და ეს დაავადებებია:

  • გულის უკმარისობა;
  • ციროზი;
  • თირკმლის დაავადება;
  • თირკმლის დაზიანება;
  • ქვედა კიდურების ვენების სისუსტე ან დაზიანება;
  • ლიმფური სისტემის პრობლემა;
  • ორგანიზმში ცილის მწვავე დეფიციტი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/edema/symptoms-causes/syc-20366493