თუ ადამიანი წონას გაურკვეველი მიზეზით იკლებს, სავარაუდოდ, ორგანიზმში დარღვევაა.
უმიზეზო წონის კლება, რომელსაც ასევე შეგვიძლია ვუწოდოთ აუხსნელი წონის კლება ეს არის მდგომარეობა, როცა კილოგრამები მაშინაც კი გაკლდებათ, როცა დიეტას არ იცავთ და არც თქვენი ფიზიკური აქტივობის დონე შეცვლილა.
თუ წონას უმიზეზოდ, მცდელობის გარეშე იკლებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა ეს ნიშანი რომელიმე პათოლოგიის, დაავადების მიმანიშნებელი სიმპტომი იყოს.
წონის უმიზეზოდ კლების დროს რამდენი კილოგრამის დაკლება ითვლება პათოლოგიად? სამწუხაროდ, მეცნიერები ზუსტ ზღვარზე ვერ თანხმდებიან, არ არის დაზუსტებული.
ბევრი ექიმი ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, სამედიცინო გამოკვლევაა ჩასატარებელი თუ ადამიანი 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში გაურკვეველი მიზეზით წონის 5%-ზე მეტს იკლებს და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ეს ფიქსირდება ხანდაზმული პირის ორგანიზმში.
გახსოვდეთ, თქვენს წონაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:
- კალორიების დონე;
- ფიზიკური აქტივობის დონე;
- ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა;
- ასაკი;
- საკვები ნივთიერებები;
- ეკონომიკური და სოციალური ფაქტორი.
გამომწვევი მიზეზი
უმიზეზოდ წონის კლებას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს, ვლინდება როგორც სამედიცინო, ისე სხვა პრობლემის გამო. ხშირად ყველა ამ მიზეზის კომბინაციის შედეგია ის, რასაც საბოლოოდ ძალისხმევის გარეშე დაკლებულ კილოგრამებთან მივყავართ. ზოგჯერ სპეციფიკური გამომწვევი მიზეზი უცნობია.
აუხსნელი წონის კლების პოტენციური გამომწვევი მიზეზებია:
- ედისონის დაავადება;
- კიბო;
- ცელიაკიის დაავადება;
- მადის ან რაციონის ცვლილება;
- სუნის შეგრძნების ცვლილება;
- გემოს შეგრძნების ცვლილება;
- ქრონიკული ობსტრუქციული პულმონარული დაავადება;
- კრონის დაავადება;
- დემენცია;
- სტომატოლოგიური პრობლემები;
- დეპრესია;
- დიაბეტი;
- გულის უკმარისობა;
- შიდსი;
- ჰიპერკალცემია;
- ჰიპერთირეოზი;
- ჰიპოთირეოზი;
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- პარკინსონის დაავადება;
- პეპტიკური წყლული;
- ალკოჰოლი, ნარკოტიკი;
- ტუბერკულოზი;
- წყლულოვანი კოლიტი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/unexplained-weight-loss/basics/definition/sym-20050700