დიარეა - სიმპტომები და გამომწვევი მიზეზი

დიარეა - სიმპტომები და გამომწვევი მიზეზი

რა არის დიარეა (ფაღარათი)?

დიარეა (ფაღარათი), საზოგადოებაში ცნობილი როგორც კუჭის აშლა, გულისხმობს მდგომარეობას, რომლის დროსაც ნორმაზე მეტადაა გახშირებული დეფეკაცია და განავალიც შერბილებული, თხიერია.

როგორც წესი, დიარეა მცირე დროით, რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. თუმცა თუ ფაღარათი რამდენიმე კვირის შემდეგაც არ ალაგდა, სავარაუდოდ, სახეზეა ჯანმრთელობის სხვა პრობლემა, მაგალითად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ინფექცია, ნაწლავის ანთებითი დაავადება და სხვა.

სიმპტომები

დიარეასთან ასოცირებული ნიშნები და სიმპტომებია:

  • თხიერი, წყლიანი განავალი;
  • სპაზმი და კრუნჩხვა მუცლის არეში;
  • ტემპერატურა;
  • სისხლი განავალში;
  • ლორწოვანი განავალი;
  • მუცლის შებერილობა;
  • გულისრევა;
  • გახშირებული კუჭის მოქმედება.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ პაციენტი ზრდასრულია, საყურადღებოა შემდეგი სიმპტომები:

  • დიარეა გრძელდება რამდენიმე დღეა;
  • გამოვლინდა დეჰიდრატაცია (გაუწყლოება);
  • მწვავე, ძლიერი რექტალური ან მუცლის ტკივილი;
  • განავალი მუქი ფერისაა ან სისხლიანი;
  • მაღალი სიცხე.

თუ პაციენტი ბავშვია, დიარეა მეტად საყურადღებოა, რადგან პატარას ორგანიზმში ფაღარათი ხშირად იწვევს დეჰიდრატაციას.

ექიმს უნდა დაუკავშირდეთ თუ დიარეა არ ალაგდა 24 საათში ან ასევე ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • დეჰიდრატაცია;
  • მაღალი სიცხე;
  • სისხლიანი ან მუქი ფერის განავალი.

გამომწვევი მიზეზები

დიარეას შესაძლოა იწვევდეს:

  • ვირუსი;
  • ბაქტერია და პარაზიტი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი (ე.წ. წამლის გვერდითი ეფექტი);
  • ლაქტოზის აუტანლობა;
  • ფრუქტოზა;
  • ხელოვნური დამატკბობელი;
  • ქირურგიული ოპერაცია;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დარღვევა (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ცელიაკიის დაავადება, მიკროსკოპული კოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი).

გაითვალისწინეთ, რომ დიარეამ შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშია! გაუწყლოება განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, ზრდასრულებისა და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/diarrhea/symptoms-causes/syc-20352241