რა სიმპტომებით ვლინდება მენინგიტი?

რა სიმპტომებით ვლინდება მენინგიტი?

რა არის მენინგიტი?

მენინგიტი არის მენინგეალური გარსის, სითხის (რომლითაც შემოსაზღვრულია თავისა და ზურგის ტვინი) ანთება.

როგორც წესი, მენინგიტის შეშუპება იწვევს ისეთ სიმპტომებსა და ნიშნებს როგორიცაა თავის ტკივილი, ტემპერატურა და კისრის გაშეშება.

კლინიკურ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში მენინგიტს იწვევს ვირუსული ინფექცია, თუმცა გვხვდება ბაქტერიული, პარაზიტული და სოკოვანი ინფექციური მენინგიტიც.

ზოგიერთი შემთხვევა სავსებით შესაძლებელია სიცოცხლისთვის საშიში იყოს და გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებდეს.

თუ ეჭვობთ რომ მენინგიტი გაქვთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს - ბაქტერიული მენინგიტის დროს აუცილებელია დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა, სწორედ ადრეული ჩარევითაა შესაძლებელი სერიოზული გართულებების პრევენცია.

სიმპტომები

მენინგიტის ადრეული ნიშნები გრიპის სიმპტომების მსგავსია - სიმპტომატიკა ვითარდება რამდენიმე საათში ან დღეში.

2 წელს გადაცილებულ პაციენტებში მენინგიტის შესაძლო სიმპტომებია:

  • უეცრად განვითარებული მაღალი სიცხე;
  • კისრის გაშეშება;
  • უჩვეულოდ მწვავე თავის ტკივილი;
  • თავის ტკივილი გულისრევით ან ღებინებით;
  • დაბნეულობა ან კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  • შეტევა;
  • ძილიანობა ან გამოფხიზლების პრობლემა;
  • სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • უმადობა ან წყურვილის გრძნობა;
  • კანზე გამონაყარი (მენინგოკოკური მენინგიტი).

ჩვილები

ახალშობილებსა და ჩვილებში მენინგიტი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:

  • მაღალი სიცხე;
  • ხანგრძლივი ტირილი;
  • ძილიანობა ან გაღიზიანება;
  • პატარას უჭირს გამოფხიზლება;
  • არააქტიურობა;
  • მადის დაქვეითება;
  • ღებინება;
  • ყიფლიბანდის ამობურცვა;
  • სხეულის ან კისრის გაშეშება;
  • მენინგიტის დროს ახალშობილი თავს არაკომფორტულად გრძნობს და ხელში აყვანის შემდეგ უფრო ძლიერად ტირის.

როდის მივმართოთ ექიმს?

სასწრაფოდ გჭირდებათ ექიმი თუ შენიშნეთ მენინგიტის ისეთი სიმპტომები როგორიცაა:

  • სიცხე;
  • მწვავე, ძლიერი თავის ტკივილი;
  • დაბნეულობა;
  • ღებინება;
  • კისრის გაშეშება.

ბაქტერიული მენინგიტი სერიოზული დაავადებაა და ანტიბიოტიკური მკურნალობის გარეშე შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.

დაგვიანებული მკურნალობა ზრდის ტვინის მუდმივი დაზიანებისა თუ სიკვდილის რისკს.

ძალიან მნიშვნელოვანია ექიმმა იცოდეს, რომ ადამიანს, რომელთან ერთადაც ცხოვრობთ ან მუშაობთ, მენინგიტი აქვს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენთვისაც მედიკამენტის გამოწერა, ინფექციის პრევენციის მიზნით!

გამომწვევი მიზეზი

მენინგიტს ყველაზე ხშირად ვირუსული ინფექცია იწვევს. ვირუსულის შემდეგ გავრცელებულია ბაქტერიული მენინგიტი - იშვიათია სოკოვანი და პარაზიტული ინფექციით გამოწვეული.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბაქტერიული ინფექცია შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში, შესაბამისად, ზუსტი გამომწვევი მიზეზის დროული დადგენა აუცილებელია!

მწვავე ბაქტერიულ მენინგიტს იწვევს გარკვეული ბაქტერიული შტამი და კერძოდ: პნევმოკოკი, მენინგოკოკი, Haemophilus influenzae, ლისტერია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/meningitis/symptoms-causes/syc-20350508