ჰოჯკინის ლიმფომა

ჰოჯკინის ლიმფომა

რა არის ჰოჯკინის ლიმფომა?

ჰოჯკინის ლიმფომა ადრე ჰოჯკინის დაავადების სახელწოდებით იყო ცნობილი. ეს არის იმუნური სისტემის ნაწილის, კერძოდ, ლიმფური სისტემის კიბო.

ჰოჯკინის ლიმფომა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია 20-დან 40 წლამდე ასაკის ჯგუფში და 55 წელს გადაცილებულ პირებში.

დაავადების დროს ლიმფური სისტემის უჯრედები პათოლოგიურად იზრდება და შესაძლოა ლიმფური სისტემის მიღმა გავრცელდეს.

ჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები განვითარდა, შესაბამისად, პაციენტებს ამ ტიპის კიბოსგან სრული გამოჯანმრთელების შანსი აქვთ. ჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტთა პროგნოზი სულ უფრო კეთილსაიმედო ხდება.

სიმპტომები

შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • კისრის, იღლიის ან საზარდულის ლიმფური კვანძების უმტკივნეულო შესიება;
  • მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
  • ტემპერატურა;
  • ღამის ოფლიანობა;
  • უმიზეზო წონის კლება;
  • ძლიერი ქავილი;
  • მომატებული მგრძნობელობა ალკოჰოლის ეფექტზე ან ალკოჰოლის მიღების შემდეგ ლიმფური კვანძების ტკივილი.

გამომწვევი მიზეზი

მედიკოსებისთვის ჰოჯკინის ლიმფომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

თუმცა მედიკოსთა განმარტებით, დაავადება იწყება მაშინ, როდესაც ლიმფოციტი, რომელიც ინფექციასთან მებრძოლ უჯრედს წარმოადგენს, გენეტიკურ მუტაციას განიცდის. მუტაციის გამო უჯრედები სწრაფად მრავლდება - ბევრი დაავადებული უჯრედი გამრავლებას განაგრძობს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მუტაცია იწვევს მეტისმეტად დიდი ზომისა და დიდი რაოდენობის პათოლოგიური ლიმფოციტების დაგროვებას ლიმფურ სისტემაში. პათოლოგიური ავიწროებს ჯანსაღ უჯრედს და იწვევს ჰოჯკინის ლიმფომისთვის დამახასიათებელ ნიშნებსა და სიმპტომებს.

ჰოჯკინის ლიმფომის სხვადასხვა ფორმა არსებობს და დიაგნოზი დამოკიდებულია პათოლოგიური უჯრედის ტიპსა და ქცევაზე. მკურნალობის კურსი ინიშნება დაავადების ფორმის შესაბამისად.

რისკ-ფაქტორები

ჰოჯკინის ლიმფომის განვითარებას შესაძლოა ხელს უწყობდეს შემდეგი ფაქტორები:

  • ასაკი (დიაგნოზი ხშირია 15-დან 30 წლამდე ასაკის პაციენტებში და ასევე 55 წელს გადაცილებულ პირებში);
  • ლიმფომას ოჯახური ანამნეზი;
  • სქესი (მამაკაცებში უფრო ხშირად ვლინდება);
  • წარსულში გადატანილი ეპშტეინ-ბარის ინფექცია.

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hodgkins-lymphoma/symptoms-causes/syc-20352646