რა იწვევს გულძმარვას?

რა იწვევს გულძმარვას?

რა არის გულძმარვა?

გულძმარვა არის წვის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში, მკერდის ძვლის უკან.

როგორც წესი, პაციენტს ტკივილი უმძაფრდება საკვების მიღების შემდეგ ან როცა იხრება, ან წვება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, უსიამოვნო დისკომფორტის მიზეზი კუჭის მჟავა შიგთავსით საყლაპავის გაღიზიანებაა.

გულძმარვა უმეტესად ხასიათდება ისეთი სიმპტომებით როგორიცაა: საკვების მიღების შემდეგ გულმკერდის არეში აღმოცენებული მწველი ტკივილი, მწარე თუ მჟავე გემო პირის ღრუში და სხვა.

გამომწვევი მიზეზი

გულძმარვა ვითარდება მაშინ, როდესაც კუჭის მჟავა უკან ადის იმ მილში, რომლის ფუნქციაც მიღებული საკვების პირის ღრუდან კუჭამდე ჩატანაა.

ნორმალურ მდგომარეობაში, როცა საკვებს ყლაპავთ, საყლაპავი მილის გარშემო არსებული კუნთები დუნდება, შესაბამისად, საჭმელსა და სასმელს კუჭში გადასვლა უმარტივდება. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კუნთი ისევ იკუმშება.

ახლა წარმოიდგინეთ პათოლოგიურ მდგომარეობაში თუ როგორ ირღვევა ეს პროცესი - ამ დროს კუჭის მჟავა უკან ადის საყლაპავში და იწვევს გულძმარვას.

რისკ-ფაქტორები

გულძმარვის რისკი იზრდება ორსულობის დროს ან იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ჭარბწონიანია.

გასათვალისწინებელია კვების რაციონი, მაგალითად, გულძმარვას შესაძლოა იწვევდეს შემდეგი საკვები და სასმელი:

  • ცხარე კერძი;
  • ხახვი;
  • ციტრუსი;
  • პომიდვრის საწებელი ან პომიდვრით მომზადებული სხვა პროდუქცია;
  • ცხიმიანი ან შემწვარი პროდუქტები;
  • შოკოლადი;
  • პიტნა;
  • ალკოჰოლი;
  • ტკბილი და გაზიანი სასმელები;
  • ყავა და კოფეინის შემცველი ნებისმიერი სასმელი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/heartburn/symptoms-causes/syc-20373223