ორსულობის ადრეული ნიშნები

ორსულობის ადრეული ნიშნები

რა სიმპტომებით ვლინდება ორსულობა?

ორსულობის ყველაზე გავრცელებული ადრეული ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა იყოს:

  • რეგულარული მენსტრუალური ციკლის ფონზე მენსტრუაციის შეწყვეტა;
  • სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, გადიდება;
  • გულისრევა ღებინებით ან ღებინების გარეშე;
  • გახშირებული შარდვა;
  • დაღლილობა.

ორსულობის სხვა ნაკლებად აშკარა, ცხადი ნიშნები და სიმპტომებია (აღნიშნული ქალმა შესაძლოა იგრძნოს პირველ ტრიმესტრში):

  • ხასიათის, გუნება-განწყობილების ცვლილება;
  • შებერილობა;
  • მსუბუქი კრუნჩხვა, სპაზმი;
  • ყაბზობა;
  • მომატებული მგრძნობელობა სუნის მიმართ, გარკვეული საკვების მოთხოვნილება, გემოს ცვლილება;
  • ცხვირის დაგუბება.

ნამდვილად ორსულად ხართ თუ არა?

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ეს სიმპტომები 100%-ით ორსულობას არ ადასტურებს და შესაძლოა სხვა მდგომარეობაზე მიუთითებდეს.

აღსანიშნავია, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ და ამ ნიშნების უმეტესობა არც გქონდეთ.

ტესტისა და საეჭვო სიმპტომების გარდა ორსულობის დადასტურება კვლევით შეგიძლიათ - უტყუარი ნიშანია ულტრაბგერითი კვლევის შედეგად დადასტურებული ორსულობა (ნაყოფის ვიზუალიზება და გულისცემის მოსმენა).

რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ტესტი დადებითია, მაგრამ ექოსკოპიურად საშვილოსნოს ღრუში ორსულობა არ ჩანს; ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ჯერ სახეზეა პატარა ორსულობა, თუმცა არ უნდა გამოირიცხოს გარე ორსულობის რისკიც. ასეთ შემთხვევაში ინიშნება ტესტი სისხლში ქორიონული გონადოტროპინის დონის განსაზღვრის მიზნით.

 

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/healthy-lifestyle/getting-pregnant/in-depth/symptoms-of-pregnancy/art-20043853