მიოკარდიტი - რა სიმპტომებით ვლინდება გულის კუნთის ანთება?

მიოკარდიტი - რა სიმპტომებით ვლინდება გულის კუნთის ანთება?

რა არის მიოკარდიტი?

მიოკარდიტი გულის კუნთის (მიოკარდიუმი) ანთებაა.

მიოკარდიტს, როგორც წესი, იწვევს ვირუსული ინფექცია, თუმცა პათოლოგია სავსებით შესაძლებელია ორგანიზმის ზოგადი ანთებითი მდგომარეობის შედეგი იყოს ან ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტის გამო გამოვლინდეს.

მწვავე მიოკარდიტი ასუსტებს გულს, შესაბამისად, ორგანიზმი საკმარისი სისხლით ვეღარ მარაგდება.

მკურნალობის კურსი პათოლოგიის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული.

სიმპტომები

მსუბუქი ფორმის მიოკარდიტის ან პათოლოგიის ადრეულ სტადიაზე პაციენტმა შესაძლოა სიმპტომები ვერც იგრძნოს ან დაავადება გამოვლინდეს ისეთი ნიშნებით როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა თუ ტკივილი გულმკერდის არეში.

მძიმე კლინიკურ შემთხვევაში მიოკარდიტის ნიშნები და სიმპტომები მრავალფეროვანია, სიმპტომატიკა დამოკიდებულია დაავადების გამომწვევ მიზეზზე.

მიოკარდიტის სიმპტომებია:

  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • არითმია;
  • სუნთქვის უკმარისობა მოსვენებულ მდგომარეობაში ან ფიზიკური აქტივობის დროს;
  • სითხის შეკავება;
  • დაღლილობა;
  • ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები (მაგალითად, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ტემპერატურა, დიარეა, ყელის ტკივილი).

ბავშვებში მიოკარდიტი ვლინდება შემდეგი ნიშნებითა და სიმპტომებით:

  • ტემპერატურა;
  • გულის წასვლა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • გახშირებული სუნთქვა;
  • არითმია.

გამომწვევი მიზეზები

ხშირად, მიოკარდიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

პოტენციური გამომწვევი მიზეზებია:

  • ვირუსი;
  • ბაქტერია;
  • პარაზიტი;
  • სოკო.

გართულებული შემთხვევები

მწვავე მიოკარდიტის გამო ზარალდება გულის კუნთი და იზრდება ისეთი პათოლოგიების განვითარების რისკი როგორიცაა:

  • გულის უკმარისობა;
  • გულის შეტევა ან ინსულტი;
  • არითმია;
  • უეცარი კარდიული სიკვდილი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/myocarditis/symptoms-causes/syc-20352539