როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან ტონზილიტი და ყელის ტკივილი?

როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან ტონზილიტი და ყელის ტკივილი?

რა არის ტონზილიტი?

ტონზილიტი ნუშურა ჯირკვლების ანთებაა.

კლინიკურ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში გამომწვევი მიზეზი ვირუსული ინფექციაა, მაგრამ ტონზილიტს შესაძლოა იწვევდეს ბაქტერიული ინფექციაც.

მკურნალობის მეთოდი ზუსტი გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, აუცილებელია დროულად მიმართოთ ოტო-რინო-ლარინგოლოგს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ნუშურა ჯირკვლის ამოკვეთა ინიშნება იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ხშირად ავადობს ბაქტერიული ტონზილიტით ან მდგომარეობა არ ექვემდებარება სხვა ტიპის მკურნალობას, ან ტონზილიტი იწვევს სერიოზულ გართულებებს.

ჩვეულებრივი ყელის ტკივილისგან განსხვავებით ტონზილიტის დროს ტკივილი უფრო მწვავე, ინტენსიურია. პაციენტს უჭირს ყლაპვა და ამავდროულად მნიშვნელოვნად უარესდება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, როგორც წესი, მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით.

ვირუსული ეტიოლოგიის შემთხვევაში ინკუბაციური პერიოდი 1-6 დღეა, ხოლო სტრეპტოკოკული ეტიოლოგიის დროს ინკუბაციური პერიოდი 12 საათიდან 4 დღემდე მერყეობს. ავადობის საშუალო ხანგრძლივობა 7 დღეა.

ექიმს უნდა მიმართოთ თუ თვითმკურნალობის მიუხედავად არ შემცირდა ყელის ტკივილი, გაუარესდა ყლაპვა, უჩივით თავის ტკივილს, სახსრების ტკივილს, გაქვთ შემცივნება და მაღალი ტემპერატურა.

სიმპტომები

ტონზილიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • წითელი, შესიებული ნუშურა ჯირკვლები;
  • ნუშურა ჯირკვალზე შესამჩნევი თეთრი ან ყვითელი ნადები;
  • ყელის ტკივილი;
  • ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვის დროს;
  • სიცხე;
  • გადიდებული ლიმფური კვანძი;
  • ჩახლეჩილი, ხრინწიანი ხმა;
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
  • კუჭის ტკივილი (განსაკუთრებით ბავშვებში);
  • კისრის გაშეშება;
  • თავის ტკივილი.

პატარა ბავშვებში, რომლებიც ვერ განმარტავენ თუ როგორ გრძნობენ თავს, ტონზილიტი ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • ყლაპვის გაძნელების ან ყლაპვის დროს ტკივილის გამო განვითარებული ნერწყვდენა;
  • პატარა უარს ამბობს ჭამაზე;
  • უჩვეულო მოუსვენრობა, შფოთვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს თუ გამოვლინდა შემდეგი:

  • ყელის ტკივილი არ ალაგდა 24 საათიდან 48 საათის განმავლობაში;
  • ტკივილი ყლაპვის დროს ან ყლაპვის გაძნელება;
  • ძლიერი სისუსტე, დაღლილობა, მოუსვენრობა, შფოთვა.

გადაუდებელი სასწრაფო დახმარებაა საჭირო თუ ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • სუნთქვის გაძნელება;
  • პაციენტს ძალიან უჭირს ყლაპვა;
  • ნერწყვდენა.

 

წყარო:    

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/tonsillitis/symptoms-causes/syc-20378479