ჟორდანიას კლინიკა ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორი გახდა

ჟორდანიას კლინიკა ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორი გახდა

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრსა და ჟორდანიას კლინიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა,

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრსა და ჟორდანიას კლინიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც პაციენტები განახლებული სადიაგნოსტიკო-სამკურნალო პაკეტით ისარგებლებენ.

ჟორდანიას კლინიკა საქართველოში რეპროდუქტოლოგიის ეროვნულ ცენტრს წარმოადგენს, ხოლო ჩვენს კომპანიას დასახმარებლად ბევრი უშვილო წყვილი მომართავს; სწორედ ამიტომ ტურიზმის ცენტრმა პაციენტთა რეპროდუქტოლოგიური ჯანმრთელობა ანდო კლინიკას, რომელიც, ფაქტობრივად, პირველია რეგიონში, სადაც ამ სფეროში 60 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობენ.

კლინიკას სტუმრობდნენ ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის გენერალური დირექტორი ეკატერინე ნეფარიძე და ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი, ექიმი-რადიოლოგი ვასილ გერგედავა.

ვიზიტის ფარგლებში ტოპ-მენეჯმენტმა დაათვალიერა განახლებული, გარემონტებული კლინიკა, თანამედროვე სამედიცინო ინვენტარი, გაეცნო დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდებს.

როგორც ქალბატონმა ეკატერინემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, ჟორდანიას კლინიკაში დანერგილია უშვილობის მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდები, უნაყოფობას კურნავენ გამოცდილი რეპროდუქტოლოგები და ერთ სივრცეშია შესაძლებელი ყველა აუცილებელი კვლევის წარმოება.         

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com