ბევრი ქალი უჩივის გარკვეულ სიმპტომებს მენსტრუაციამდე და უშუალოდ ციკლის დროს.
დიარეა, მუცლის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები ხშირად ვლინდება მენსტრუაციისას.
ზოგჯერ დიარეა თავს იჩენს როგორც მენსტრუაციის დროს, ისე ციკლამდე პერიოდში.
მედიკოსები განმარტავენ, რომ ფაღარათის მიზეზი ორგანიზმში პროსტაგლანდინის მომატებული რაოდენობაა; იგი წარმოადგენს ჰორმონის მსგავს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ფუნქციონირებას და კერძოდ, კუნთის შეკუმშვას, სისხლძარღვის გაფართოებასა და შეკუმშვას, სისხლის შედედებას.
ციკლამდე საშვილოსნოს ამომფენში უჯრედები გამოიმუშავებენ პროსტაგლანდინის გაცილებით მეტ რაოდენობას. მომატებული დონის გამო საშვილოსნოს კუნთები იკუმშება, ვლინდება ტკივილი და სპაზმი მუცლის არეში.
რა იწვევს დიარეას ციკლის დროს?
როცა პროსტაგლანდინის დონე მაღალია, ზოგიერთმა პროსტაგლანდინმა შესაძლოა სისხლის მიმოქცევის სისტემაში შეაღწიოს და იქიდან ორგანიზმის სხვადასხვა სისტემასა თუ ორგანოში, თუნდაც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გადაინაცვლოს.
საშვილოსნოს მსგავსად, კუჭ-ნაწლავის კუნთის ამომფენიც გლუვია - პროსტაგლანდინის დიდ რაოდენობას კუჭ-ნაწლავის შეკუმშვა შეუძლია, რისი საბოლოო შედეგიც დიარეაა.
ამასთან, დიარეას გარდა შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტკივილი, ღებინება და გულისრევა.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, პროსტაგლანდინის მოჭარბებული რაოდენობა იწვევს ტკივილსა და დისკომფორტს, თუმცა სხვა მხრივ ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/diarrhea-during-period#causes