განგრენა

განგრენა

რა არის განგრენა?

განგრენა წარმოადგენს ორგანიზმის ქსოვილების სიკვდილს, რომელიც გამოწვეულია ან სისხლის მიმოქცევის უკმარისობის, ან სერიოზული ბაქტერიული ინფექციის გამო. განგრენა შესაძლოა განვითარდეს ტრავმის, დაზიანების შედეგად.

როგორც წესი, პათოლოგია ვითარდება კიდურებზე, მაგრამ შესაძლოა დაზიანდეს კუნთები ან შინაგანი ორგანოები.

დიაბეტის ან ათეროსკლეროზის გამო განგრენის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

განგრენის სამკურნალოდ საჭირო ხდება მკვდარი ქსოვილების ქირურგიული ამოკვეთა, ანტიბიოტიკური და ჰიპერბარიული ჟანგბადის თერაპია. გამოჯანმრთელების პროგნოზი გაცილებით მაღალია იმ კლინიკურ შემთხვევებში, როცა განგრენას დროულად მკურნალობენ.

სიმპტომები

თუ განგრენა კანს აზიანებს, ვლინდება შემდეგი:

  • კანის ფერის ცვლილება;
  • ერთგვარი ბუშტუკოვანი ბებერების შეშუპება ან ფორმირება;
  • ჯანსაღ და დაზიანებულ კანს შორის მკვეთრად გამოხატული ხაზი;
  • უეცრად აღმოცენებული მწვავე ტკივილი, რომელსაც დაბუჟება მოჰყვება;
  • უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი წყლულიდან;
  • თხელი კანი ან კანი თმის გარეშე;
  • შეხებისას კანის სიცივე.

თუ განგრენით დაზიანებულია კანქვეშა ქსოვილი, შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

  • დაზიანებული ქსოვილის შესიება და ტკივილი;
  • გაქვთ სიცხე და თავს ცუდად გრძნობთ.

სეპტიკური შოკის განვითარების შემთხვევაში ვლინდება:

  • დაბალი არტერიული წნევა;
  • ცხელება და შესაძლოა გამოვლინდეს ნორმაზე დაბალი სხეულის ტემპერატურა;
  • სწრაფი გულისცემა;
  • დაბნეულობა;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • გულის წასვლის შეგრძნება.

განგრენის ტიპები

მედიკოსები ერთმანეთისგან განასხვავებენ განგრენის შემდეგ ფორმებს:

  • მშრალი განგრენა;
  • სველი განგრენა;
  • აიროვანი განგრენა;
  • შინაგანი განგრენა;
  • ფურნიეს განგრენა;
  • პროგრესირებადი ბაქტერიული სინერგისტული განგრენა (მელენის განგრენა).

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gangrene/symptoms-causes/syc-20352567