უსიამოვნო სუნი პირის ღრუში - მკურნალობა სახლის პირობებში

უსიამოვნო სუნი პირის ღრუში - მკურნალობა სახლის პირობებში

რა იწვევს პირიდან ცუდ სუნს, ანუ ჰალიტოზს?

ჰალიტოზი ხშირად უხერხულობის მიზეზი ხდება და შფოთვასაც კი იწვევს. პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გასანეიტრალებლად შექმნილია საღეჭი რეზინები, პიტნა, პირის ღრუს სავლები და სხვა პროდუქცია, თუმცა აღნიშნული მხოლოდ დროებით ეფექტს ქმნის და გამომწვევი მიზეზი კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

პირში უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც კონკრეტული ტიპის საკვები, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როცა პირის ღრუს ჰიგიენას ზედმიწევნით იცავთ და უსიამოვნო სუნი მაინც გაწუხებთ, რეკომენდებულია მიმართოთ სტომატოლოგს.

გამომწვევი მიზეზები

პირის ღრუში უსიამოვნო სუნს შესაძლოა იწვევდეს:

  • საკვები, მაგალითად, ხახვი, ნიორი, სანელებლები და სხვა;
  • თამბაქო;
  • პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა;
  • პირის ღრუს სიმშრალე;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • პირის ღრუს ინფექცია;
  • პირის ღრუს, ყელის, ცხვირის პათოლოგიები.

შესაძლოა პირის ღრუში უსიამოვნო სუნი ზოგიერთი დაავადების სიმპტომი იყოს.

მკურნალობა სახლის პირობებში

რეკომენდებულია მიმართოთ სტომატოლოგს, რომელიც დაადგენს უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზს და დაგინიშნავთ მკურნალობის კურსს.

ასევე გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც შესაძლოა მდგომარეობის შემსუბუქებაში დაგეხმაროთ:

  • კბილები გამოიხეხეთ ჭამის შემდეგ;
  • ფრთხილად გაიწმინდეთ ენა;
  • მოერიდეთ პირის ღრუს სიმშრალეს - უარი თქვით თამბაქოზე და ხშირად დალიეთ წყალი. ნერწყვის გამომუშავებაში საღეჭი რეზინიც დაგეხმარებათ;
  • აკონტროლეთ კვების რაციონი, მაგალითად, ნიორი და ხახვი უსიამოვნო სუნს აჩენს, ასეთივე ეფექტი აქვს დიდი რაოდენობით შაქრის შემცველ პროდუქტებს;
  • ყოველ 3-4 თვეში ძველი კბილის ჯაგრისი ახლით ჩაანაცვლეთ;
  • წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკისთვის მიმართეთ სტომატოლოგს და შეამოწმეთ პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bad-breath/symptoms-causes/syc-20350922