ყელის კიბო

ყელის კიბო

ყელის კიბო მოიცავს სიმსივნეებს, რომელიც ყელში, ხორხში ან ნუშურა ჯირკვლებში ვითარდება.

სიმპტომები

ყელის კიბოს დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • ხველა;
  • ხმის ცვლილება (მაგალითად, ჩახლეჩა ან ბუნდოვანი მეტყველება);
  • ყლაპვის გაძნელება;
  • ყურის ტკივილი;
  • შეშუპება ან წყლული, რომელიც არ შუშდება;
  • ყელის ტკივილი;
  • უმიზეზოდ წონის კლება.

გამომწვევი მიზეზი

ყელის კიბოს განვითარებას ხელს უწყობს ყელში მდებარე უჯრედების გენეტიკური მუტაცია. მუტაციის გამო უჯრედი უკონტროლოდ განაგრძობს ზრდას და არ იღუპება მაშინ, როცა ჯანსაღი უჯრედი ნორმალურ პირობებში კვდება. ამ დაგროვებული უჯრედების გამო ყელში სიმსივნე ყალიბდება.

რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:

  • თამბაქოს მოხმარება;
  • ჭარბი დოზით ალკოჰოლი;
  • ადამიანის პაპილომავირუსი;
  • არაჯანსაღი კვების რაციონი;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება.

ყელის კიბოს უმეტესობა ერთი ტიპის უჯრედიდან ვითარდება, მაგრამ მედიკოსები სპეციფიკურ ტერმინებს იყენებენ იმისთვის, რომ დიფერენცირდეს კიბო ყელის რომელ ნაწილში განვითარდა, მაგალითად:

  • ცხვირ-ხახის კიბო;
  • პირ-ხახის კიბო;
  • ხმოვანი იოგების კიბო და სხვა.

მკურნალობის კურსი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, კიბოს სტადიაზე, ლოკალიზაციაზე, უჯრედის ტიპზე, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

შესაძლოა დაინიშნოს სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, ქირურგიული ჩარევა და სხვა.

ყელის კიბოს პრევენციის ზუსტი მეთოდი უცნობია, თუმცა ონკოლოგები თვლიან, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს ჩამოყალიბების რისკს.

რეკომენდებულია უარი თქვათ თამბაქოზე, ალკოჰოლი მხოლოდ მცირე დოზით და იშვიათად მიიღოთ, კვების რაციონი გაამდიდროთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ხილითა და ბოსტნეულით, თავი დაიცვათ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/throat-cancer/symptoms-causes/syc-20366462