რა არის მოუსვენარი ფეხების სინდრომი?

რა არის მოუსვენარი ფეხების სინდრომი?

მოუსვენარი ფეხების სინდრომი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს სურვილი მუდმივად ამოძრაოს ფეხი.

არაკომფორტული, უსიამოვნო შეგრძნების გამო ადამიანს იპყრობს ფეხების მოძრაობის გაუკონტროლებელი სურვილი. შეგრძნება, როგორც წესი, ვლინდება საღამოს ან ღამით, როცა პიროვნება ზის ან ლოგინში წევს. ფეხის მოძრაობის მეშვეობით, დროებით მსუბუქდება უსიამოვნო დისკომფორტი.

სინდრომი ვლინდება ნებისმიერ ასაკში და სიმპტომები მწვავდება ასაკის მატებასთან ერთად.

მოუსვენარი ფეხების სინდრომი არღვევს ადამიანის მშვიდ ძილს, სერიოზულად აფერხებს ყოველდღიური ცხოვრების ტემპს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გარკვეული მეთოდებით, ცხოვრების სტილის ცვლილებით, მნიშვნელოვნად სუსტდება სიმპტომები. ზოგიერთ პაციენტს უნიშნავენ მედიკამენტურ თერაპიას.

სიმპტომები

მოუსვენარი ფეხების სინდრომის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც ჩნდება დასვენების დროს, მაგალითად, დიდხანს ჯდომის ან წოლისას;
  • შეგრძნება, რომ მოუსვენარი ფეხების სინდრომის სიმპტომები ალაგდება სიარულის, ფეხის გაჭიმვის ან კანკალის მეშვეობით;
  • სიმპტომების გაუარესება, გამწვავება საღამოს ან ღამით;
  • ფეხის კრუნჩხვა ღამით.

ადამიანები მოუსვენარი ფეხების სინდრომის სიმპტომებს აღწერენ როგორც პათოლოგიურ, უსიამოვნო შეგრძნებას ფეხებსა და ტერფებში. ძალიან იშვიათად, რომ ადამიანი დისკომფორტს გრძნობდეს მკლავებში.

ხშირად პაციენტებს უჭირთ ზუსტი სიმპტომების განმარტება (მაგალითად, ჩხვლეტა, დაბუჟება, სპაზმი) და ამბობენ, რომ იპყრობთ სურვილი ფეხი გაამოძრაონ.

შეგრძნებას, რომელიც ჩნდება კიდურში და არა კანში, პაციენტები აღწერენ შემდეგი სიტყვებით:

  • ხოხვა;
  • ცოცვა;
  • დაჭიმულობა;
  • ფეთქვა;
  • ტკივილი;
  • ქავილი.

გამომწვევი მიზეზი

თანამედროვე მედიცინისთვის მოუსვენარი ფეხების სინდრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მეცნიერთა აზრით, სინდრომის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს თამაშობს ტვინში მდებარე დოპამინის დისბალანსი.

გასათვალისწინებელია გენეტიკური ფაქტორიც და განსაკუთრებით მაშინ თუ პათოლოგია გამოვლინდა 40 წლამდე ასაკში.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მოუსვენარი ფეხების სინდრომის სიმპტომები შესაძლოა გაუარესდეს ორსულობისას ან ჰორმონული ცვლილებების დროს. ზოგიერთ ქალს სინდრომი პირველად ორსულობაში, ბოლო ტრიმესტრში უვითარდება და მშობიარობის შემდეგ ქრება.

მოუსვენარი ფეხების სინდრომი არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის სერიოზულ მდგომარეობასთან, თუმცა ზოგჯერ მიმდინარეობს პერიფერიული ნეიროპათიის, რკინის დეფიციტის, თირკმლის უკმარისობის ფონზე.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/restless-legs-syndrome/symptoms-causes/syc-20377168