ინფექციური დაავადებები

ინფექციური დაავადებები

რა არის ინფექციური დაავადება?

ინფექციური ეწოდება დაავადებას, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით, ვირუსით, სოკოთი ან პარაზიტით.

მოგეხსენებათ, ჩვენს ორგანიზმში ბევრი მიკროორგანიზმი ცხოვრობს. ეს მიკროორგანიზმები უვნებლები არიან და უფრო მეტიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. თუმცა ზოგიერთი მდგომარეობის გამო რომელიმე ორგანიზმმა შესაძლოა დაავადების განვითარებას შეუწყოს ხელი.

ზოგიერთი ინფექციური დაავადება ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ზოგიერთი ვრცელდება ცხოველების ან მწერების მიერ.

ინფექციური დაავადება შესაძლოა შეგეყაროთ დაბინძურებული საკვების მიღებით ან წყლით.

დაავადების გამომწვევი ბაქტერია ორგანიზმში შესაძლოა არაპირდაპირი გზითაც გავრცელდეს, მაგალითად, ბევრი მიკროორგანიზმი ხანგრძლივი დროით ბუდობს მაგიდის ზედაპირზე, კარის სახელურზე და სხვა ისეთ ნივთებზე, რომელსაც ყოველდღიურად ეხებით.

ინფიცირება მარტივად ხდება - მაგალითად, თქვენს მისვლამდე კარის სახელურს შეეხო გრიპიანი/გაციებული პირი, შესაბამისად, ზედაპირზე კომფორტულად მოკალათდა ვირუსი. როდესაც თქვენ ამავე სახელურს შეეხებით და ხელების დაბანამდე საკვებს მიიღებთ ან უნებურად თვალსა თუ ცხვირს შეეხებით, დიდი შანსია დაინფიცირდეთ.

სიმპტომები და ნიშნები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი მიკროორგანიზმის მიერ გამოწვეული ინფექცია განვითარდა.

მსუბუქი ფორმის ინფექცია სახლის პირობებში გაწეულ თვითმკურნალობას ექვემდებარება, მაგრამ ზოგიერთი ინფექცია სიცოცხლისთვის საშიშია და ჰოსპიტალიზირებას საჭიროებს.

ზოგიერთი ინფექციური დაავადების (წითელა და ჩუტყვავილა) პრევენციისთვის ტარდება ვაქცინაცია.

ინფექციური დაავადებებისგან თავის არიდებაში დაგეხმარებათ პირად ჰიგიენაზე ზრუნვა - რეკომენდებულია ხშირად დაიბანოთ ხელები საპნით.

სიმპტომები

თითოეულ ინფექციურ დაავადებას სპეციფიკური სიმპტომები აქვს.

თუმცა ინფექციის ზოგადი სიმპტომები და ნიშნებია:

  • სიცხე;
  • დიარეა;
  • დაღლილობა;
  • კუნთების ტკივილი;
  • ხველა.

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი:

  • გიკბინათ ცხოველმა;
  • გიჭირთ სუნთქვა;
  • კვირაზე მეტია ახველებთ;
  • სიცხესთან ერთად გაქვთ მწვავე თავის ტკივილი;
  • გამონაყარი ან შესიება;
  • უმიზეზოდ ან ხანგრძლივი დროით სიცხე;
  • უეცრად გაგიჩნდათ მხედველობის პრობლემა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/infectious-diseases/symptoms-causes/syc-20351173