შარდში პროტეინების მომატებულ კონცენტრაციას (შარდში ცილის მაღალი შემცველობა) პროტეინურია ეწოდება.
პროტეინურია ვითარდება მაშინ, როცა შარდის ნიმუშში შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, ცილის ჭარბი რაოდენობა ფიქსირდება.
შარდში ცილის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა დაფიქსირდეს ორსულებში.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, შარდში დაბალი დოზით ცილა ნორმალურია და პათოლოგიას არ განეკუთვნება.
აღსანიშნავია, რომ უჩვეულო არ იქნება თუ ახალგაზრდებში ვარჯიშის შემდეგ ან ავადმყოფობის დროს დროებით დაფიქსირდება შარდში ცილის გაზრდილი რაოდენობა.
საყურადღებოა მდგომარეობა, როცა შარდში ცილის ჭარბი რაოდენობა მუდმივი ხასიათისაა და როგორც წესი, აღნიშნული სიმპტომი თირკმლის დაავადებაზე მიგვანიშნებს.
გამომწვევი მიზეზი
შარდში ცილის რაოდენობის დროებით მომატების მიზეზი შეიძლება იყოს:
- დეჰიდრატაცია;
- ემოციური სტრესი;
- სიცხე;
- ექსტრემალურად ცივ გარემოში ყოფნა;
- ინტენსიური ვარჯიში.
ასე გამოიყურება იმ დაავადებების სია, რომლის გამოც შარდში ცილის რაოდენობა მუდმივად მაღალია და რომელიც შესაძლოა თირკმლის დაავადებაზე მიგვანიშნებდეს:
- ამილოიდოზისი;
- თირკმლის ქრონიკული დაავადება;
- დიაბეტი;
- ენდოკარდიტი;
- გულის დაავადება;
- გულის უკმარისობა;
- მაღალი არტერიული წნევა;
- ჰოჯკინის ლიმფომა;
- თირკმლის ინფექცია;
- ლუპუსი;
- მალარია;
- მრავლობითი მიელომა;
- რევმატოიდული ართრიტი;
- სარკოიდოზი;
- ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია და სხვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ შარდის ანალიზმა შარდში ცილის არსებობა დაადასტურა, ექიმმა შესაძლოა დამატებითი კვლევა მოითხოვოს, რადგან შესაძლებელია მდგომარეობა დროებითი იყოს, ანუ ცილის რაოდენობამ დროებით მოიმატოს; სწორედ ამიტომ ზუსტი დიაგნოსტირებისთვის დიდი ალბათობით დაინიშნება განმეორებითი ანალიზი მეორე დილით ან რამდენიმე დღეში.
შესაძლოა ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს 24-საათიანი შარდის შეგროვება.
დიაბეტის მქონე პირებში მოწოდებულია შარდში მცირე რაოდენობის ცილის განსაზღვრა წელიწადში ორჯერ. ახალი განვითარებული ან მომატებული რაოდენობა (შარდში ცილის) შესაძლოა თირკმლის დიაბეტური დაზიანების ადრეული ნიშანი იყოს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/protein-in-urine/basics/definition/sym-20050656