ჯიბლიბო - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდი

ჯიბლიბო - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდი

რა არის ჯიბლიბო?

ჯიბლიბო არის მტკივნეული შეშუპება/შესიება ქუთუთოს კიდეზე, რომელიც როგორც წესი, ჰგავს მუწუკს ან ძირმაგარას.

ჯიბლიბო უმეტესად ქუთუთოს გარეთა ნაწილზე ჩნდება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია შიდა მხარესაც წარმოიქმნას.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ჯიბლიბო რამდენიმე დღეში თავისთავად ქრება.

დისკომფორტის ან ტკივილის შემსუბუქების მიზნით, შეგიძლიათ ქუთუთოზე თბილი საფენი დაიდოთ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჯიბლიბო რამდენიმე დღეში სპეციფიკური მკურნალობის გარეშე ალაგდება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დიდხანს დარჩება ექიმს მიმართეთ, რომელიც დაგინიშნავთ ანტიბიოტიკურ თვალის წვეთებს ან კრემს; შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკის მედიკამენტის სახით მიღება. ზოგჯერ ჯიბლიბოდან ჩირქის დრენირებისთვის სასურველია მინი ქირურგიული ჩარევა.

სიმპტომები

ჯიბლიბოს სიმპტომებია:

  • ქუთუთოზე წითელი შეშუპება/შესიება, რომელიც მუწუკის ან ძირმაგარის მსგავსია;
  • ტკივილი ქუთუთოს არეში;
  • ქუთუთოს შეშუპება;
  • ცრემლიანობა.

როდის მივმართოთ ექიმს?

რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში თუ:

  • ჯიბლიბოს მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 48 საათის შემდეგ;
  • სიწითლე და შეშუპება ვრცელდება როგორც მთლიან ქუთუთოზე, ისე ლოყებსა და სახის სხვა არეზე.

გამომწვევი მიზეზი

ჯიბლიბოს იწვევს ქუთუთოში ცხიმოვანი ჯირკვლების ინფექცია. ამ ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ბაქტერიული სტაფილოკოკი.

ჯიბლიბოს განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი რისკ-ფაქტორები:

  • დაუბანელი ხელებით ეხებით თვალებს;
  • კონტაქტურ ლინზებს დეზინფექციის გარეშე ირგებთ;
  • არ იშორებთ მაკიაჟს, ღამით თვალზე წასმული კოსმეტიკური საშუალებებით იძინებთ;
  • სარგებლობთ ძველი კოსმეტიკით;
  • ქუთუთოზე გაქვთ ქრონიკული ანთება;
  • გაქვთ როზაცეა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sty/symptoms-causes/syc-20378017