სისხლის ამოხველებას სამედიცინო ენაზე ჰემოფტიზი ეწოდება.
სისხლიანი ნახველი შესაძლოა ფილტვის სხვადასხვა დაავადებით (პათოლოგიით, მდგომარეობით) იყოს გამოწვეული.
ამოხველებისას შესაძლოა შენიშნოთ მკვეთრი წითელი ან ვარდისფერი შეფერილობის სისხლი, ნახველი შეიძლება იყოს ქაფიანი ან ლორწოვანი.
სისხლიანი ნახველი საყურადღებო სიმპტომია - გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებისა და ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ნახველში მცირე რაოდენობის სისხლიც კი საყურადღებო ნიშანია და შესაბამისად, თუ ამოხველებისას შენიშნეთ ჭარბი რაოდენობით სისხლი ან ჰემოფტიზი ხშირად ვითარდება, უნდა გამოიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება!
გამომწვევი მიზეზი
ჰემოფტიზის დროს, ამოხველებისას, სისხლი ფილტვის გარკვეული ნაწილიდან/უბნიდან ამოდის.
სავსებით შესაძლებელია სისხლი მოდიოდეს კუჭიდან. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ექიმმა სისხლდენის პირველად კერას მიაგნოს და შემდეგ გამოიკვლიოს თუ რატომ აქვს პაციენტს სისხლიანი ნახველი.
როგორც წესი, სისხლის ამოხველების ძირითადი მიზეზი ქრონიკული ბრონქიტი ან ბრონქების გაფართოებაა.
სისხლიანი ნახველის სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- კისტური ფიბროზი;
- ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება;
- უცხო სხეული;
- ფილტვის აბსცესი;
- ფილტვის კიბო;
- მიტრალური სარქვლის სტენოზი;
- პარაზიტული ინფექცია;
- პნევმონია (ფილტვების ანთება);
- ფილტვის ემბოლია;
- ტრავმა გულმკერდის არეში;
- ტუბერკულოზი და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/coughing-up-blood/basics/definition/sym-20050934