ღამით გამოვლენილი ფეხის კრუნჩხვა მტკივნეული და სერიოზული დისკომფორტის შემქმნელია.
ეს არის მდგომარეობა, როდესაც ფეხის კუნთებში უნებლიე შეკუმშვა ან სპაზმი ვითარდება.
როგორც წესი, შემთხვევათა უმეტესობაში ფეხის კრუნჩხვა ღამით ვითარდება, როცა ადამიანი ლოგინში წევს. კრუნჩხვაში/სპაზმში ჩართულია წვივის უკანა კუნთები, თუმცა შესაძლოა კრუნჩხვა გქონდეთ ტერფის კუნთის ან ბარძაყის არეში.
გამომწვევი მიზეზი
კლინიკურ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში ღამით ფეხის კრუნჩხვის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, ანუ გაურკვეველი მიზეზის გამო ვითარდება.
ძირითადად, იგი კუნთის დაღლასთან და ნერვის პრობლემებთანაა დაკავშირებული.
ასაკის მატებასთან ერთად ფეხის კრუნჩხვის განვითარების რისკი იზრდება. აგრეთვე, აღნიშნულის შესახებ ხშირად ჩივიან ორსულებიც - ორსულობისას სავსებით მოსალოდნელია ფეხის კრუნჩხვა ღამით.
ზოგიერთი მდგომარეობის დროს (თირკმლის უკმარისობა და დიაბეტით გამოწვეული ნერვული დაზიანება) ხშირია ღამით ფეხის კრუნჩხვით გამოწვეული დისკომფორტი. თუმცა აღნიშნული დაავადებების დროს ფეხის კრუნჩხვასთან ერთად სხვა სიმპტომებიც ვლინდება.
კუნთის სპაზმი შესაძლოა ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტიც იყოს.
გასათვალისწინებელია მოუსვენარი ფეხების სინდრომიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინდრომი სრულიად სხვა პათოლოგიაა, ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა ფეხის კრუნჩხვების მიზეზი გახდეს.
წარმოგიდგენთ სხვა პათოლოგიებსა თუ მდგომარეობებს, რომელიც ზოგჯერ ფეხის კრუნჩხვასთანაა დაკავშირებული.
სტრუქტურული დარღვევა:
- პერიფერიული არტერიული დაავადება;
- სპინალური სტენოზი.
მეტაბოლურიპრობლემები:
- თირკმლის მწვავე უკმარისობა;
- ედისონის დაავადება;
- ანემია;
- თირკმლის ქრონიკული დაავადება;
- ციროზი;
- ჰიპერთიროიდიზმი;
- ჰიპოთიროიდიზმი;
- დიაბეტი;
- დიაბეტი ტიპი 2.
ზოგიერთი მედიკამენტი და პროცედურა:
- წნევის წამლები;
- დიალიზი;
- ორალური კონტრაცეპტივები;
- ქოლესტეროლის დამწევი მედიკამენტები;
- შარდმდენი საშუალებები და სხვა.
სხვამდგომარეობები:
- დეჰიდრატაცია;
- დიარეა;
- კუნთის დაღლა;
- ნერვის დაზიანება;
- ოსტეოართრიტი;
- პარკინსონის დაავადება;
- ორსულობა.
როდის მივმართოთ ექიმს?
ბევრი ადამიანისთვის ფეხის კრუნჩხვა ღამით უბრალო დისკომფორტია, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა სპაზმის გამო გაგეღვიძოთ. ამასთან, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ექიმთან მისვლა რეკომენდებულია.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ:
- გაქვთ მწვავე და მუდმივი კრუნჩხვა;
- ფეხის კრუნჩხვა ტოქსინითაა გამოწვეული.
ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე თუ:
- ფეხის კრუნჩხვის გამო ვერ შეძელით დაძინება ან კრუნჩხვამ გამოგაღვიძათ და ამის გამო მოთენთილი, დაღლილი ხართ, შესაბამისად, ყოველდღიურ საქმიანობაში ხელი გეშლებათ;
- ფეხის კრუნჩხვასთან ერთად განვითარდა კუნთის სისუსტე და ატროფია.
მკურნალობა სახლის პირობებში
ფეხის კრუნჩხვის პრევენციაში შესაძლოა დაგეხმაროთ შემდეგი რეკომენდაცია:
- ხშირად დალიეთ წყალი;
- დაძინებამდე გაჭიმეთ ფეხის კუნთები ან ივარჯიშეთ სატრენაჟორო ველოსიპედზე;
- ისე უნდა დაწვეთ რომ ფეხი კომფორტულად გქონდეთ. გაასწორეთ ზეწარი და საბანი.
ფეხის კრუნჩხვით გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქებაში შესაძლოა დაგეხმაროთ შემდეგი მეთოდები:
- ფეხი ნელა და მსუბუქად მოხარეთ, შეეცადეთ ტერფი თავთან მიიტანოთ;
- ყინულით ან ხელით ერთგვარი მასაჟი გაიკეთეთ მტკივნეულ კუნთზე;
- შეეცადეთ გადადგათ ნაბიჯი ან ფეხი აქანაოთ;
- მიიღეთ ცხელი შხაპი ან თბილი აბაზანა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/night-leg-cramps/basics/definition/sym-20050813