ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 16 აგვისტოს სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 267 291 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 985 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 9 103 ადამიანი და დაიღუპა 190, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 149 645 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 843 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 13 401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 343 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 19 888 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 410 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 69 064 და დაიღუპა 1 031 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 6 190 და დაიღუპა 168.
წყარო: