ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 14 აგვისტოს სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 286 710 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 6 713 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 8 653 ადამიანი და დაიღუპა 347, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 157 676 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 4 472 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 13 379 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 343 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 31 585 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 384 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 69 943 და დაიღუპა 1 120 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 5 474 და დაიღუპა 47.
წყარო: