„ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი“- ს მოწვევით 25 იანვარს კლინიკა „მიზოუნ“- ში ჩატარდება ონკოლოგის კონსულტაციები
„ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი“-ს მოწვევით, 25 იანვარს, საქართველოს სტუმრად ეწვევა თურქი ექიმი-ონკოლოგი, აჯიბადემის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის შინაგანი მედიცინისა და ონკოლოგიის პროფესორი, აჯიბადემის კლინიკათა ქსელის, მასლაკის ჰოსპიტალის ექიმი-ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი - ქალბატონი ოზლემ ერი. მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების მიერ, დოქტორი ოზლემ ერი, აღიარებულია როგორც სფეროს თვალსაჩინო წარმომდგენელი - დამსახურებული ავტორიტეტითა და უდიდესი მიღწევებით! მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დოქტორი ერი სიამოვნებით დათანხმდა ჩვენს მოწვევას - რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით მას დიდ მადლობას!
ვიზიტის ფარგლებში, დოქტორი ოზლემ ერი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებულ კლინიკა „მიზოუნ“-ში ჩაატარებს კონსულტაციებს. იგი გაგვიზიარებს თურქეთის უმსხვილეს, აჯიბადემის კლინიკათა ქსელში დანერგილ უახლეს სამედიცინო მიდგომებს ონკოლოგიური პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტირებისა და შემდგომში სწორი მკურნალობის მიზნით.
დარწმუნებულები ვართ, რომ „ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი“-სა და კლინიკა „მიზოუნი“-ს ერთობლივი ძალისხმევის წყალობით დოქტორი ერის ვიზიტი საქართველოში სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.