ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 13 აგვისტოს სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 276 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 6 933 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 7 070 ადამიანი და დაიღუპა 359, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 151 158 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 4 502 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 13 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 373 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 26 107 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 504 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 72 582 და დაიღუპა 1 072 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 5 903 და დაიღუპა 123.
წყარო: