რა არის სტრეპტოკოკი?

რა არის სტრეპტოკოკი?

მეცნიერები სტრეპტოკოკურ ინფექციას უწოდებენ ინფექციას, რომელიც სტრეპტოკოკის ჯგუფის ბაქტერიითაა გამოწვეული.

სტატიაში B ჯგუფის სტრეპტოკოკზე მოგითხრობთ.

B ჯგუფის სტრეპტოკოკი გავრცელებული ბაქტერიაა, რომელიც ნაწლავებსა და გენიტალური ტრაქტის ქვედა ნაწილში გვხვდება.

ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ზრდასრულებში ბაქტერია უვნებელია, თუმცა ახალშობილებში ბაქტერიამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაავადება სახელწოდებით B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადება. ეს ბაქტერია ვნებს იმ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმსაც, რომელსაც რომელიმე ქრონიკული დაავადება აქვს, მაგალითად, დიაბეტი ან ღვიძლის დაავადება. ხანდაზმულებიც რისკ-ჯგუფს შეადგენენ.

თუ ჯანმრთელი ზრდასრული ბრძანდებით, B ჯგუფის სტრეპტოკოკი ვერაფერს დაგაკლებთ. ორსულებში მესამე ტრიმესტრში ტარდება სპეციალური სკრინინგ ტესტი - B ჯგუფის სტრეპტოკოკის არსებობის შემთხვევაში, ანტიბიოტიკური თერაპია მშობიარობის დროს პატარას ინფექციისგან დაიცავს.

სიმპტომები

 

ჩვილები

მიუხედავად იმისა, რომ დედას B ჯგუფის სტრეპტოკოკი აქვს, ჩვილების უმეტესობა ჯანმრთელი იბადება და მხოლოდ მცირე ნაწილი ავადდება. თუმცა იმ ჩვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც B ჯგუფის სტრეპტოკოკით მშობიარობის პროცესში ინფიცირდებიან, შესაძლოა გამწვავდეს.

აგრეთვე ინფექცია შესაძლოა განვითარდეს როგორც ადრე, ისე გვიან, მაგალითად, პატარა დაინფიცირდეს დაბადებიდან 6 საათში ან დაბადებიდან რამდენიმე კვირისა თუ თვის შემდეგ.

ვლინდება შემდეგი ნიშნები თუ სიმპტომები:

  • სიცხე;
  • კვების გაძნელება;
  • ენერგიის ნაკლებობა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • გაღიზიანება;
  • სიყვითლე.

ზრდასრულები

ბევრი ზრდასრული B ჯგუფის სტრეპტოკოკს ატარებს კუჭ-ნაწლავში, ვაგინაში, სწორ ნაწლავში, შარდის ბუშტსა თუ ყელში.

როგორც წესი, არ ვლინდება სიმპტომები ან ნიშნები.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში B ჯგუფის სტრეპტოკოკმა შესაძლოა გამოიწვიოს საშარდე ტრაქტის ან სისხლის ინფექცია, ან პნევმონია.

გამომწვევი მიზეზი

ბევრი ზრდასრულია B ჯგუფის სტრეპტოკოკის მატარებელი. შესაძლოა ბაქტერიის მატარებელი იყოთ მცირე დროით ან ყოველთვის, ან ბაქტერია ზოგჯერ ჩნდებოდეს და შემდეგ ისევ ლაგდებოდეს.

აღსანიშნავია, რომ B ჯგუფის სტრეპტოკოკის ბაქტერია არ გადადის სქესობრივი გზით, საკვებით და წყლით.

ვაგინალური მშობიარობის დროს ინფიცირება შესაძლოა მოხდეს მაშინ თუ პატარა გადაყლაპავს B ჯგუფის სტრეპტოკოკის შემცველ სითხეს.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/group-b-strep/symptoms-causes/syc-20351729