ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 11 აგვისტოს სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 216 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 268 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 7 553 ადამიანი და დაიღუპა 272, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 106 903 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 277 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 13 232 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 445 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 21 315 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 267 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 58 679 და დაიღუპა 956 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 8 351 და დაიღუპა 51.
წყარო: