ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 10 აგვისტოს სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 253 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 719 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 10 706 ადამიანი და დაიღუპა 310, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 143 668 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 597 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 9 419 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 353 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 17 627 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 258 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 66 973 და დაიღუპა 1 108 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 5 016 და დაიღუპა 93.
წყარო: