სამწვერა ნევრალგია - რა არის სამწვერა ნერვი?

სამწვერა ნევრალგია - რა არის სამწვერა ნერვი?

რა არის სამწვერა ნევრალგია?

სამწვერა ნევრალგია არის ქრონიკული და მტკივნეული მდგომარეობა, რომელიც აზიანებს სამწვერა ნერვს.

რა არის სამწვერა ნერვი?

სამწვერა ნერვის ფუნქცია სახიდან ტვინში მგრძნობელობითი იმპულსების გაგზავნაა. სამწვერა ნერვი შერეული ტიპის ნერვია, რომელიც მოიცავს როგორც მგრძნობელობით, ისე მამოძრავებელ ნეირონებს - შესაბამისად, სენსორული და მოტორული ფუნქციის მატარებელია.

სამწვერა ნევრალგიის დროს სახის არეში მსუბუქმა გაღიზიანებამაც კი (მაგალითად, მაკიაჟის გაკეთება ან კბილების გახეხვა) შეიძლება მწვავე, ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს.

საწყის ეტაპზე ვლინდება მსუბუქი და ხანმოკლე შეტევა, თუმცა დაავადება პროგრესირებს და დროთა განმავლობაში ხანგრძლივი და მწვავე ხასიათის ტკივილის ეპიზოდებით ხასიათდება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სამწვერა ნევრალგია უფრო ხშირად ქალებს აწუხებთ და როგორც წესი, დაავადება ხშირია 50 წელს გადაცილებულ პაციენტებში.

ექიმები სამწვერა ნევრალგიას ეფექტურად მართავენ მედიკამენტებით, ინექციებითა თუ ქირურგიული ჩარევით.

სიმპტომები

დაავადების დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი:

  • მწვავე ტკივილის ეპიზოდები;
  • ტკივილის სპონტანური შეტევა, რომელსაც იწვევს სახეზე შეხება, ღეჭვა, საუბარი ან კბილების გამოხეხვა;
  • ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე წამიდან წუთამდე;
  • ტკივილის შეტევის ეპიზოდი, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღის, კვირისა თუ თვის განმავლობაში;
  • ტკივილი სამწვერა ნერვის არეში;
  • ტკივილი სახის ერთ მხარეს (იშვიათად ორივე მხარეს);
  • შეტევა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო ხშირად და ინტენსიურად ვლინდება და სხვა.

გამომწვევი მიზეზი

სამწვერა ნევრალგია ვლინდება მაშინ, როცა სამწვერა ნერვის ფუნქცია ირღვევა.

ჩვეულებრივ, პრობლემა სისხლძარღვსა და სამწვერა ნერვს შორის კონტაქტია. აღნიშნული კონტაქტი ზეწოლას ახდენს ნერვზე და დისფუნქციას იწვევს.

სამწვერა ნევრალგია შესაძლოა ასაკის მომატებით იყოს გამოწვეული ან დაკავშირებული იყოს გაფანტულ სკლეროზთან.

სამწვერა ნევრალგია შესაძლოა გამოწვეული იყოს სიმსივნით.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სამწვერა ნევრალგიის გამომწვევი მიზეზი ტვინის დაზიანება ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობაა.

შესაძლოა დაავადებას იწვევდეს ინსულტი, ტრავმა სახის არეში და სხვა.

სამწვერა ნევრალგიის ტკივილის გამომწვევი რისკ-ფაქტორებია:

  • პარსვა;
  • სახეზე შეხება;
  • ჭამა;
  • სმა;
  • კბილების გამოხეხვა;
  • საუბარი;
  • მაკიაჟის გაკეთება;
  • ღიმილი;
  • სახის დაბანა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/trigeminal-neuralgia/symptoms-causes/syc-20353344