ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 5 აგვისტოს სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 206 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 116 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 8 875 ადამიანი და დაიღუპა 611, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 100 115 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 600 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 10 907 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 399 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 21 623 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 476 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 56 777 და დაიღუპა 995 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 8 412 და დაიღუპა 35.
წყარო: