ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 4 აგვისტოს სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 219 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 278 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 9 276 ადამიანი და დაიღუპა 77, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 111 129 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 172 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 9 715 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 420 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 28 964 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 647 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 55 641 და დაიღუპა 899 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 5 137 და დაიღუპა 63.
წყარო: