ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 3 აგვისტოს სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 257 677 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 810 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 13 204 ადამიანი და დაიღუპა 283, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 153 835 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 982 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 10 771 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 396 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 15 862 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 276 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 55 850 და დაიღუპა 838 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 8 155 და დაიღუპა 35.
წყარო: