30 ივლისი - კორონავირუსი და მსოფლიო

30 ივლისი - კორონავირუსი და მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 30 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 253 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 999 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 16 046 ადამიანი და დაიღუპა 319, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 139 657 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 919 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 13 011 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 388 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 23 438 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 460 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 57 794 და დაიღუპა 884 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 3 855 და დაიღუპა 29.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200730-covid-19-sitrep-192.pdf?sfvrsn=5e52901f_8