კუჭის კიბო და სიმპტომები

კუჭის კიბო და სიმპტომები

კუჭის კიბო საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.

ჩვეულებრივ, კიბო ლორწოს წარმომქმნელ უჯრედებში ვითარდება და ამ ტიპის კიბოს ადენოკარცინომა ეწოდება.

კუჭის კიბოს სიმპტომები

კუჭის კიბოს დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • დაღლილობა;
  • საკვების მიღების შემდეგ შებერილობის შეგრძნება;
  • დანაყრების შეგრძნება მაშინაც კი თუ მცირე ულუფა მიირთვით;
  • მწვავე, მუდმივი გულძმარვა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა;
  • უმიზეზო გულისრევა;
  • კუჭის ტკივილი;
  • მუდმივი ღებინება;
  • უმიზეზო წონის კლება.

კუჭის კიბოს გამომწვევი მიზეზები

ზოგადად, კიბო ვითარდება მაშინ, როცა უჯრედის დნმ მუტაციას განიცდის. მუტაციის გამო უჯრედი იზრდება და იყოფა და არსებობას განაგრძობს მაშინ, როცა ნორმალურად მოფუნქციე უჯრედი იღუპება. დაგროვილი სიმსივნური უჯრედების მეშვეობით ფორმირდება სიმსივნე, რომელიც იჭრება, აღწევს ახლომდებარე სტრუქტურებში, შეუძლია ორგანიზმის სხვა არეში გავრცელება.

რასაკვირველია, არსებობს ძლიერი კავშირი კუჭის კიბოს განვითარების რისკსა და კვების ისეთ რაციონს შორის, რომელიც დიდი რაოდენობით შებოლილ და მარილიან საკვებს მოიცავს.

კუჭის კიბოს განვითარებაში მეცნიერები რამდენიმე რისკ-ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას და ეს რისკ-ფაქტორებია:

  • დიდი რაოდენობით მარილიანი და შებოლილი საკვები;
  • რაციონი, რომელიც არ შედგება ხილისა და ბოსტნეულისგან;
  • კუჭის კიბოს ოჯახური ანამნეზი;
  • ჰელიკობაქტერ პილორის ინფექცია;
  • ხანგრძლივი დროით მიმდინარე კუჭის ანთება;
  • პერნიციოზული ანემია;
  • თამბაქო;
  • კუჭის პოლიპები.

პრევენცია

სამწუხაროდ, თანამედროვე მედიცინისთვის კუჭის კიბოს ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, შესაბამისად, პრევენციის მეთოდიც არ არის ცნობილი, თუმცა ცხოვრების ჯანსაღი წესით, თუნდაც ყოველდღიური ცხოვრების სტილის მცირედი ცვლილებითაც ნამდვილად შესაძლებელია კიბოს განვითარების რისკის შემცირება.

რეკომენდებულია რეგულარული ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა, კვების რაციონის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ხილითა და ბოსტნეულით გამდიდრება, მარილიან და შებოლილ საკვებზე უარის თქმა ან დოზის მინიმუმამდე შემცირება.

თამბაქოს უნდა შეეშვათ, რადგან მოწევა ზრდის კუჭის კიბოს განვითარების რისკს!   

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/stomach-cancer/symptoms-causes/syc-20352438