29 ივლისი - კორონავირუსის სტატისტიკა

29 ივლისი - კორონავირუსის სტატისტიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 29 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 215 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 274 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 12 239 ადამიანი და დაიღუპა 262, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 111 562 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 984 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 13 037 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 444 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 20 993 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 705 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 53 676 და დაიღუპა 867 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 3 620 და დაიღუპა 12.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200729-covid-19-sitrep-191.pdf?sfvrsn=2c327e9e_2