28 ივლისი - კორონავირუსის სტატისტიკა

28 ივლისი - კორონავირუსის სტატისტიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 28 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 226 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 153 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 13 185 ადამიანი და დაიღუპა 357, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 118 828 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 212 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 12 382 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 439 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 26 311 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 368 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 52 235 და დაიღუპა 751 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 3 842 და დაიღუპა 26.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200728-covid-19-sitrep-190.pdf?sfvrsn=fec17314_2