ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 25 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 284 083 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 6 270 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 20 614 ადამიანი და დაიღუპა 339, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 170 611 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 4 074 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 14 019 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 450 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 21 659 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 509 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 53 430 და დაიღუპა 882 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 3 750 და დაიღუპა 16.
წყარო: