27 ივლისი - კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა

27 ივლისი - კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 27 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 254 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 490 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 16 713 ადამიანი და დაიღუპა 192, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 150 089 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 715 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 12 336 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 450 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 17 409 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 257 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 53 897 და დაიღუპა 829 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 3 830 და დაიღუპა 47.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200727-covid-19-sitrep-189.pdf?sfvrsn=b93a6913_2