ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 27 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 254 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 490 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 16 713 ადამიანი და დაიღუპა 192, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 150 089 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 715 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 12 336 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 450 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 17 409 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 257 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 53 897 და დაიღუპა 829 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 3 830 და დაიღუპა 47.
წყარო: