ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 23 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 247 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 7 097 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 18 536 ადამიანი და დაიღუპა 632, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 137 386 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 4 153 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 14 622 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 490 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 22 909 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 501 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 50 537 და დაიღუპა 1 312 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 3 235 და დაიღუპა 9.
წყარო: