ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 22 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 202 726 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 286 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 12 666 ადამიანი და დაიღუპა 259, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 109 052 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 240 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 13 918 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 483 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 21 047 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 524 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 42 639 და დაიღუპა 770 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 3 404 და დაიღუპა 10.
წყარო: