21 ივლისი - კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა

21 ივლისი - კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 21 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 213 637 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 083 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 13 962 ადამიანი და დაიღუპა 207, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 117 400 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 260 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 13 249 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 459 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 24 401 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 416 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 42 000 და დაიღუპა 733 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 2 625 და დაიღუპა 8.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/wha-70-and-phe/20200721-covid-19-sitrep-183.pdf?sfvrsn=b3869b3_2