ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 21 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 213 637 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 083 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 13 962 ადამიანი და დაიღუპა 207, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 117 400 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 260 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 13 249 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 459 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 24 401 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 416 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 42 000 და დაიღუპა 733 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 2 625 და დაიღუპა 8.
წყარო: