ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 20 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 229 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 111 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 18 132 ადამიანი და დაიღუპა 145, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 133 573 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 107 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 12 792 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 460 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 17 145 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 490 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 44 734 და დაიღუპა 845 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 3 404 და დაიღუპა 64.
წყარო: