ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 18 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 259 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 7 360 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 18 344 ადამიანი და დაიღუპა 219, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 151 531 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 4 653 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 13 809 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 457 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 33 358 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 202 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 39 513 და დაიღუპა 807 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 3 293 და დაიღუპა 22.
წყარო: