18 ივლისი - კორონავირუსის სტატისტიკა მსოფლიოში

18 ივლისი - კორონავირუსის სტატისტიკა მსოფლიოში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 18 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 259 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 7 360 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 18 344 ადამიანი და დაიღუპა 219, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 151 531 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 4 653 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 13 809 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 457 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 33 358 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 202 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 39 513 და დაიღუპა 807 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 3 293 და დაიღუპა 22.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200718-covid-19-sitrep-180.pdf?sfvrsn=39b31718_2