ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 16 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 226 181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 579 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 17 279 ადამიანი და დაიღუპა 172, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 132 700 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 627 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 14 815 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 482 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 21 183 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 552 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 37 909 და დაიღუპა 727 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 2 295 და დაიღუპა 19.
წყარო: